კრეაციონიზმი – ეს არის თეორია, დაფუძნებული იმ იდეაზე, რომ ადამიანი, დედამიწა და სხვა ყველაფერი სამყაროში არაფრისაგან კი არ წარმოქმნილა, არამედ არის შექმნილი.
ჩვენ ვცხოვრობთ კარგად გაკეთებული და აღჭურვილი, მცირე ზომის ხომალდის ზედაპირზე. ჩვენ ვარსებობთ, ვომობთ და ვკვდებით, მაგრამ ასევე შევიგრძნობთ სილამაზეს, სუნს, სიყვარულს და მუსიკას. ჩაუფიქრდით: მათემატიკა, ფილოსოფია, გაზაფხული, უსიამოვნებები, მიწათმოქმედება, სიყვარული, კვაზარები, საღეჭი რეზინი ... ყველაფერი წარმოიქმნა არაფრისაგან? შემთხვევით მოხდა ყველაფრის ფორმირება?
დედამიწაზე მცხოვრებ ყველა თაობებს შორის ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვეთქმის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მეცნიერი მათემატიკოსის მონაწილეობას, რომელმაც შექმნა ყველაფერი ჩვენს ირგვლივ. ჩვენ უნდა ავღფრთოვანდეთ, და არა უყუროთ ამას სკეპტიკურად და აკვიატებულად.
დაახლოებით 3000 წლის წინათ ისრაელის მეფე დავითი წერდა (ფსალმუნი 8:4–5) „როცა შევხედავ შენ ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“