ხოჭო ბომბარდირი:
მეცნიერება ახდენს გამფრქვევის
დიზაინის კოპირებას

ავტორი თომას ჰეინზი


გახსოვთ ხოჭო ბომბარდირი, რომელიც ცნობილია იმით, რომ თავის მტრებისაკენ გამოისვრის ცხელ ტოქსიკურ სითხეს თავისი სხეულის უკანა ნაწილში არსებული სპეციალური „სატყორცნიდან“? „Science News“ გვატყობინებს, რომ ეს ხოჭო: „ძრავების, წამლების შემყვანი მოწყობილობების და ცეცხლსაქრობების კონსტრუქტორებისათვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს გაფრქვევის ტექნოლოგიების სრულყოფისათვის ... ასევე ეს უზრუნველყოფს ავტომობილებში მფრქვევანის (ვპრისკის) ბევრად უფრო ენერგოტევად სისტემას და ახალი თაობის ცეცხლსაქრობებთანაც კი მივყავართ, რომლებსაც უნარი აქვთ აწარმოონ ან წვრილდისპერსიული, ან სითხის მსხვილი წვეთები, იმის მიხედვით, რანაირი ცეცხლია ჩასაქრობი“1  (Science News, 5 აპრილი 2008)

აი, „Science News“ –ის ახსნა, როგორ აკეთებს ამას ხოჭო ბომბარდირი: ხოჭოს ამ მძლავრი და მოხერხებული დაცვითი მექანიზმის ამოხსნის გასაღები დევს სარქველებში შესავალზე წვის კამერაში და გამოსავალზე. შესავალი სარქველი იღება ქიმიკატების მისაღებად, რომლებიც ერთმანეთთან შეხვედრისთანავე იწყებენ ადუღებას და იხურება როდესაც გაზის აუცილებელი რაოდენობა უკვე დაგროვებულია.

ქიმიკატები რეაგირებისას აწარმოებენ სითბოს და ზრდიან წნევას დახურულ კამერაში. როდესაც წნევა აღწევს კრიტიკულ ნიშნულს, გამოსავალი სარქველი იძულებით იღება და ხდება ამ ცხელი სითხის გამოსროლა ტოქსიკური ორთქლის მძლავრი აფეთქების სახით, რომელიც ცნობილია როგორც „ორთქლის ვსპიშკა“. 2

როგორც კი გაზი გამოშვებულია, სარქველი იხურება, შესავალი სარქველი იღება კამერის მორიგი შევსებისათვის, მომდევნო შხამიანი გასროლის მომზადებისათვის (Science News, 5 აპრილი 2008)

რატომ ახდენენ ადამიანები ღმერთის ქმნილების კოპირებას საუკეთესო გამფრქვევების დასამზადებლად? ისინი, რომლებიც მოიფიქრა ადამიანმა არ არის ეგეთი კარგი. და ამას აქვს თავისი მიზეზი: „რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი“  (1 კორ. 1:25)

ხოჭოს დაცვითი სისტემა წარმოადგენს გონიერი ჩანაფიქრის უძლიერეს მტკიცებულებას. მაგრამ ევოლუციონისტები ფიქრობენ, რომ ის, რაც მოხდა, ეს არის რეზულტატი შემთხვევითი ცვლილებებისა, რომლებსაც ჰქვიათ მუტაციები, ხოლო ბუნებრივმა გადარჩევამ მოიცილა უსარგებლო ვარიანტები. მაგრამ ხოჭოები, რომლებსაც არა აქვთ ასეთი თავდაცვის სისტემა, არა მარტო ცოცხლობენ და ცხოვრობენ, არამედ რაოდენობითაც ბევრად აჭარბებენ ბომბარდირებს. ბუნებრივი გადარჩევა? ჰეი გამოიღვიძეთ!

ნებისმიერ ვარიანტში თანამედროვე მეცნიერული გამოკვლევები გვეუბნევიან, რომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს ხოჭოს გამფრქვევის კოპირება, ასეთების საწარმოებლად თავის ინდუსტრიაში, რადგან ადამიანების მოფიქრებული მფქვევარები არ არის ისეთი კარგი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ზოგიერთი ამ ადამიანებისაგან, რომლებიც თავმდაბლად ახდენენ ღმერთის არაჩვეულებრივი დიზაინის კოპირებას, წარმოადგენენ ევოლუციონისტებს, რომლებსაც აქამდე სჯერათ, რომ „საუკეთესო გამფრქვევი“ წარმოიქმნა შემთხვევით.

      ბუნება სავსეა არაჩვეულებრივი დიზაინის მაგალითებით:

-- მძიმე ფუტკრები გვაკვირვებენ ჩვენ, რომ დაფრინავენ ჩვენს ირგვლივ სიფრიფანა ფრთებით და მიაქვთ ნექტარი, რათა გააკეთონ შესანიშნავი თაფლი.
-- გეკონები, რომლებიც დადიან კედლებზე და ჭერზე, რომლებიც არიან ძლიერ მოლიპული იგივე წონის სხვა სახეობის ცხოველებისათვის.
-- ჭიანჭველები, რომლებსაც აქვთ უნარი ასწიონ თავის წონაზე 50–ჯერ მეტი.
-- კოლიბრი, რომელთა ფრთების მოქნევის რაოდენობა იცვლება 40–დან 200–მდე წამში.

დიზაინი ყველგანაა სამყაროში. ასევე ღმერთმა მოიფიქრა ცოდვილების ხსნის მსუბუქი და ეფქტური გზა. მან მისცა თავისი ძე იესო, რომელმაც აზიდა ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით ჯვარზე ჯვარცმის დროს. „ჩეკი გადახდილია მთლიანად“, და ბევრმა ამითი უკვე მოიგო. შენც შეგიძლია. მიიღე მისი საფასური შენი ცოდვებისათვის, ენდე იესოს, რომ იგი გიხსნის. და არც ეცადო სხვა გზის მოფიქრება.

მოდით გაღებული გვეჭიროს ჩვენი თვალები და გონება, და დავინახოთ ღმერთის დიზაინის და ქმნილების სასწაულები. და ვუთხრათ მას „მადლობა“. ჩვენ შემქმნელს. რომელმაც ასე საუცხოოდ მოიფიქრა ყველაფერი, რომ ჩვენ ისღა გვრჩება კოპირება მოვახდინოთ.


იხილეთ წყაროები:

1 - Science News Magazine, April 5, 2008
2 - S.k. ’Flash Evaporation’, http://en.wikipedia.org/wiki/Flash_evaporation
 

„ხოჭო ბომბარდირი:  მეცნიერება ახდენს გამფრქვევის დიზაინის კოპირებას“
<http://www.creationism.org/georgian/bombardier_ka.htm>

მთავარი:  ქართული
www.creationism.org